Friday, October 28, 2016

მოდა





მოდის ისტორია


მოდის ისტორია ისეთივე ძველია როგორც ჩაცმულობის. ტანსაცმელი, ბუნებისგან თავდასაცავად, ჯერ კიდევ, პირველყოფილმა ადამიანმა, «გამოიგონა»… დროთა განმავლობაში კი, კაცობრიობამ, სამოსი  განავითარა.
ტანისამოსი ბევრზე მეტყველებს და ადამიანის საიდუმლო აზრებს ამხელს.
მოდა –ეს არის გარკვეული სტილის დროებითი ბატონობა გარკვეულ სფეროში. მოდის მთავარი პრინციპი სიახლისკენ სწრაფვაა.
მოდის განვითარება თავდაპირველად იტალიაში დაიწყო, XIII საუკუნიდან მოყოლებული, იტალიაში, უკვე ძვირფას აბრეშუმის ნაჭერს ამზადებდნენ, მილანში კი ბარხატის წარმოება ვითარდებოდა… მოდის ცენტრად, როგორც წესი, იმ ქალაქსა თუ ქვეყანას თვლიდნენ, სადაც ძვირფასი ქსოვილი იწარმოებოდა. ამის მაგალითია, აბრეშუმის ქალაქი ლიონი და მისი პირდაპირი კავშირი ფრანგული მოდის მეფობასთან.
ბურგუნდიაც, ათასწლეულების განმავლობაში, იძლეოდა ტონს ევროპულ მოდაში. ბურგუნდია ესპანეთმა შეცვალა, ხოლო  1600 წლიდან ესპანეთი საფრანგეთმა და მოდაშიც, სიცოცხლით სავსე პარიზი გამეფდა. კაზანოვა წერდა: «პარიზი ერთადერთი ქალაქია, მსოფლიოში, რომლის სახეც ყოველ ხუთ-ექვს წელიწადში მთლიანობაში იცვლებაო».
XIII საუკუნიდან მოყოლებული, პარიზისთვის, მოდის სფეროში, ახალი კონკურენტი – ლონდონი, გაჩნდა… ინგლისური მოდის ტენდენციები მთელ ევროპასაც მოედო. თუმცა, პარიზი მაინც მოდის ცენტრია. XX საუკუნის ორი ყველაზე ცნობილი მოდელიორი – მადამ სკაპარელი და ნინა რიჩი, იყვნენ იტალიელები, მაგრამ იტალიელები პარიზში. XIX საუკუნის ორი წარმატებული ინგლისელი მოდელიორი ვორტ და რედფერიც, იყვნენ           «ინგლისელები პარიზში»… როგორც 1865 წელს, ჟურნალი Mo-denwelt წერდა, პარიზი იყო «მოდის რეზიდენცია, საიდანაც მბრძანებელი ქალბატონი აგზავნიდა თავის მითითებებს»…
XVII  საუკუნის საფრანგეთში მოდა გარკვულ წილად ხელოვნებას მიეკუთვნებოდა, რადგან ის  რამდენიმე ელემენტისგან   შედგებოდა , რომლებიც ერთმანეთს ჰარმონიულად ეწყობოდნენ: ვარცხნილობა,ტანსაცმლის მატერიალი, ფერი, სტილი და აქსესუარები.
მოდა წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში დამკვიდრებულ ტენდენციას გარკვეული საგნების ტარებისა, მათი ხმარებისა და ასევე მათი შექმნისა. ასეთი ტენდენცია როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება. ის დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი პროცესების შედეგად ახალი მიმდინარეობითა და ტენდენციებით ნაცვლდება. ამიტომ მოდა იმ დროის წყობილებისა და იდეების გამოხატულებაა, რომელშიც ის იქმნება.
XXI  საუკუნეში მოდამ დიდი ცვლილება განიცადა. დღეს მოდაშია:შარვლები, ქვედაბოლოები და  მოტკეცილი ტანსაცმელი რომელიც სხეულის სილამაზეს უსვამს ხაზს.




           

                                                         


ქართული მოდის ისტორია


ტანსაცმლის წარმოებას საქართველოში უძველესი ისტორია აქვს. ქართული მოდა ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ორიგინალური სტილით. მან ბევრი ეტაპი გამოიარა. ძველად, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო ხარისხიანი ნაჭრების შოვნა. მიუხედავად ამისა, ქართველი ქალები, განსაკუთრებით კი ბომონდის წარმომადგენლები მაინც ახერხებდნენ გემოვნებით ჩაცმას.

მე-19 საუკუნის მიწურულს, თბილისი მრავალეროვანი ქალაქი იყო. აღმოსავლური და დასავლური კულტურის მოტივები ერთმანეთს ერწყმოდა, რამაც გავლენა ქართულ სამოსზეც მოახდინა. თუ მანამდე საქართველოში ძირითადად ადგილობრივად დამზადებული ქსოვილი გამოიყენებოდა, XIX საუკუნიდან მზა მასალის აქტიური იმპორტი დაიწყო, რამაც ადგილობრივ წარმოებას ხელი შეუშალა.


უცხოური მზა ნაწარმის პირველი მომხმარებლები, ქალაქის მაღალი წოდების, ბომონდის წარმომადგენლები იყვნენ. ევროპული და რუსული ტანსაცმელი უფრო კომფორტული და ადვილად სახმარი იყო, ვიდრე ქართული, რომლის შეკერვაც, თავისი რთული შემადგენლობით, საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. ამიტომ, საქართველოში მოდის ახალი ტენდენცია დამკვიდრდა.

უცხოეთიდან სხვადასხვა სახის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აგრეთვე, ახალ–ახალი ტექნოლოგიებით დამუშავებული ქსოვილები შემოჰქონდათ. ქართველი მკერავები ამ ქსოვილებითა და ქართული საფეიქრო ნედლეულით კომბინაციებს ქმნიდნენ. საქართველოში ტრანსფორმაცია განიცადა ქალისა და მამაკაცის კოსტიუმმა, დაიხვეწა კოსტიუმის მხატვრული მოდელირება. სხვადასხვა ხერხებითა და ტექნოლოგიებით კი შესაძლებელი გახდა, უფრო მრავალფეროვანი ქსოვილის მიღება და მათი ახალი მეთოდებით გაფორმება.
ამ ყველაფერმა ჩვენს ქვეყანაში მოდური ტენდენციების განვითარებას შეუწყო ხელი. ხმარებიდან გაქრა შეიდიში, ახალუხი, ქოშები. ქართული თავსაბურავები შედარებით დიდხანს შემორჩა, შემდეგ ჩიხტიკოპი შლაპამ ჩაანაცვლა. ქართული ნაციონალური კაბები - ახალი მოდის კაბებმა, რომელიც დაახლოებით ისეთივე იყო, როგორიც იმ დროის გერმანიასა და საფრანგეთში ეცვათ..

მოდური ტანსაცმლის მკერავებს ,,მოდისტკებს’’ ეძახდნენ. მე–19 საუკუნის თბილისი ევროპულ ქვეყნებს დაემსგავსა, მაგრამ ქართული ჩაცმულობის ცალკეული ელემენტები თავის აქტუალობას არ კარგავდა და ტანსაცმელის მოსართავად გამოიყენებოდა. ქართული ხალხური ქსოვილებისათვის დამახასიათებელი იყო ფერადოვნება, ფერების კეთილშობილი შეხამება და თავისებური ორნამენტული მოტივები. ნაქარგი ფიგურები ძალიან მრავალფეროვანი იყო და მაღალ პროფესიონალურ დონეზე სრულდებოდა.


No comments:

Post a Comment