Friday, October 28, 2016

ქართული ხალხური ცეკვები

ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებით დასტურდება, რომ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი ყოფილა სამონადირეო ცეკვა, ნაყოფიერების ღმერთის - მთვარის („შუშპა“) პატივსაცემად შესრულებული რიტუალური ფერხული. უძველესი ფერხულის რიტუალურ ხასიათს ატარებს თრიალეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ვერცხლის ფიალის გამოსახულება (ძვ. წ. II ათასწლეული) — ნიღბებიან მონადირეთა ფერხული, რომელიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სვანური ნადირობის ღვთაების — დალისადმი უნდა იყოს მიძღვნილი. სვანეთში დღემდეა შემორჩენილი: „სამონადირეო ფერხული“, „ლემჩილი“, „ბეთქილის ფერხული“ და სხვ. დროთა განმავლობაში პირველყო „ხორუმი“.
ბაგინეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ძვლის ფირფიტაზე გამოსახული მოცეკვავე ქალის ფიგურა (ძვ. წ. VI ს.) მიუთითებს, რომ ნაყოფიერების ღმერთის ტაძართან იმართებოდა ქალთა რიტუალური ცეკვებიც.
მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარებას მოჰყვა ახალი ადათ-წესების ჩამოყალიბება, რომლებიც აისახა მაგიური ხასიათის რიტუალურ ცეკვებში ,,მელია-ტელეფია’’, ,,ფერხულ-ოსხეპუე’’, ,,ორსართულიანი ფერხული’’, (,,ზემყრელო’’, აბარბარე’’, მირმიქელა’’ და სხვ.). აგრარული შინაარსის მასკარადი ,,ბერიკაობა’’, ,,მფერხაობის დღე’’ და სხვ. ბუნების მწარმოებელი ძალებისა და მათთან დაკავშირებული შრომით პროცესებს ეძღვნება.
მასობრივ (მამაკაცთა და ქალთა) ცეკვებთან ერთად ძველთაგანვე არსებობდა ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული წყვილთა ცეკვები. წყვილთა ცეკვის ფორმის განვითარებისათვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდა სინთეზური თეატრალური სანახაობა ,,სახიობა’’, რომელიც წარმართობის დროის დიდი დღესასწაულების თანმხლები ელემენტი იყო. სახიობის მხატვრული განვითარების პროცესში ჩამოყალიბდა რომანტიკული შინაარსის განსაკუთრებული დიალოგური ფორმა, რომელიც სრულდებოდა სალექსო იმპროვიზაციით, ე. წ. ქალ-ვაჟიანით.
წმინდა საცეკვაო ელემენტების შერწყმამ ადათ-წესებისა და თამაშობების რიტუალებთან განაპირობა ისეთი ცეკვების შექმნა, როგორიცაა: „ქართული“, ”განდაგანა”, „ხორუმი“, „ფერხულ-ორსართულა“, „სამაია“, „ხანჯლური“, „მთიულური“, „მთიულური დავლური“, „ბაღდადური“ და სხვა. ეს ცეკვები თავისებური ,,აღმოჩენა’’ იყო ქართულ ქორეოგრაფიაში. დროთა განმავლობაში, შეიქმნა მრავალი საცეკვაო დასი, რომლებიც პოპულარიზაციას უწევდნენ ქართულ ქორეოგრაფიას არა მარტო საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. დიდად გაითქვეს სახელი საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლმა (მხატვრული ხელძღვანელები ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი), სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა (ხელმძღვანელი გ. ბაქრაძე, ქორეოგრაფი ბ. დარახველიძე), სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა ,,რუსთავმა’’ (მხატვრული ხელმძღვანელი რ. ჭოხონელიძე), სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ,,ერისიონმა’’.

ცეკვები

ქართული

ქართული ჩვენს დრომდე მოღწეული რომანტიკული ხასიათის წყვილთა ცეკვებიდადნ უძველესია. ეს ცეკვა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს, (ძველად იწოდებოდა ,,სადარბაზო’’, ,,სანადიმო’’, ,, საარშიყო’’, ,,დავლური’’, ,,ლეკური’’). ქართული ცეკვა - სადარბაზო, სატრფიალო, საარშიყო, ქალ-ვაჟთა უძველესი, რომანტიკული შინაარსის წყვილური ცეკვაა. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალი ჩაისახა თეატრალიზებული სინთეზური სანახაობის - სახიობის წიაღში (XI-XII სს). თავდაპირველად სრულდებოდა გაცეკვებული დიალოგის სახით. ცეკვა ხუთ ნაწილიანია, ზოგჯერ სრულდება ოთხ ნაწილად. შესრულების აუცილებელი პირობაა - ქალთათვის - სამდაკვრით სვლაზე აგებული გედისებური სინარნარე, ვაჟთათვის - მრავალნაირი გასმები ტანის შეურყევლად. მუსიკალური ზომაა 6/8. ცეკვა ქართულის კლასიკური ნიმუში გვხვდება ზაქარია ფალიაშვილის ოპერებში ,,აბესალომ და ეთერი’’ და ,,დაისი’’, დიმიტრი არაყიშვილის ,,თქმულება შოთა რუსთაველზე’’, მელიტონ ბალანჩივაძის ,,დარეჯან ცბიერი’’ და სხვ.
                                                              

                                             მთიულური

მთიულური — ქართული ხალხური ცეკვების ჯგუფი, რომლებიც ერთნაირ ტექნოლოგიურ მასალაზე (მრავალფეროვანი ჩაკვრები, ცერილეთები, მუხლილეთები, ბრუნები, ხტომისებური მოძრაობები) არის აგებული. მთიულური ცეკვაც, ხევსურულის მსგავსად მთაში იღებს სათავეს და მისი შინაარსიც სატრფიალო მეტოქეობას ეფუძნება. თუმცაღა განსხვავება ისაა რომ მთიულურში, პაექრობა მოცეკვავეთა ორ ჯგუფს შორის მიმდინარეობს. ეს არის საბრძოლო ხელოვნებისა და ოსტატობის ნამდვილი ზეიმი, რომლის მუსიკალური ზომაც, უმეტეს შემთხვევაშია 2/4.
                                                               

                                         მთიულური დავლური

          მთიულური დავლური მთიულურის ჯგუფის ქართული ხალხური ცეკვაა. შედგება ნელი                                      დავლურისა და სწრაფი მთიულურისაგან. მუსიკალური ზომა 6/8.

                         


ბაღდადური

ბაღდადური ქართული ქალაქური ცეკვაა. აღმოცენდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში. განსაკუთრებით დამკვიდრდა ხალხურ საგაზაფხულო დღესასწაულზე-ყეენობაზე. ბაღდადურს საფუძვლად დაედო, ძველებური ქართული, გლეხური ცეკვის ”ბუქნის”, ხტომითი მოძრაობები და პანტომიმის ელემენტები. ბაღდადურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეატრალიზებული დადგმაა ”ძველი თბილისის სურათები” (ქორეოგრაფი ი. ბაგარატიონი). ბაღდადაურის ელემენტები, კომპოზიტორმა ვ.დოლიძემაც გამოიყენა თავის ოპერაში ”ქეთო და კოტე”. მუსიკალური ზომაა 6/8
                                                  

                                       
განდაგანა

განდაგანა აჭარული წარმოშობის ცეკვაა. ასრულებს ძირითადად ქალ- ვაჟი, თუმცა არსებობს მისი ჯგუფური შესრულების ვარიანტიც. ამ ცეკვის ძირითადი ელემენტებია: ორი დაკვრით გვერდული გადაადგილება, ე.წ ” ჩაკვრის” ტიპის სპეციალური სახასიათო მოძრაობა და სხვა. გამოირჩევა ულამაზესი, მკვეთრი ფერის კოსტიუმებით. შედგება სამი- ნელი, ჩქარი და ისევ ნელი ნაწილისაგან. მუსიკალური ზომაა 6/8.
                                    

                                                     დავლური

დავლური განეკუთვნება ქართული ჯგუფური ცეკვების რიცხვს, სრულდება ნელი დავლით, ნარნარი მიხვრა-მოხვრით. ამ ცეკვის კომპოზიციური მონახაზი: მწკრივების შექმნა, დაშლა, წყვილად დაყოფა, წრეზე სვლა და ა.შ, ბევრი სხვა ქართული ცეკვისთვისაცაა დამახასიათებელი. დავლურის ქართულ ცეკვაში გარდამავალი ელემენტები გამოყენებულია ქართველ კომპოზიტორთა ისეთ ცნობილ ოპერებში როგორიცაა: მელიტონ ბალანჩივაძის ”დარეჯან ცბიერი”, დიმიტრი არაყიშვილის ”თქმულება შოთა რუსთაველზე” და სხვა.
                                   
                                         

                                                             სამაია
სამაიამ ქალთა ცეკვის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა წარმართობის დროის ცეკვა ,,სამაიამ’’, რომელსაც სამი მოცეკვავე ასრულებს (,,სამთა გვამთა’’ - ვახტანგ ბატონიშვილი), ეძღვნება ნაყოფიერების ღმერთს - მთვარეს. წარმართობის დროინდელი ქართულ სარიტუალო საფერხულო ცეკვას ასრულებდნენ ქალთა, ვაჟთა ან შერეული ჯგუფები ,,ძეობის’’ დღესასწაულზე. ტერმინი ,,სამაია’’ სულხან საბა ორბელიანის განმარტებით აღნიშნავს ,,როკვას, შუშპარს’’. დროთა განმავლობაში ,,სამაიამ’’ დაკარგა რიტუალურ-საკულტო მნიშვნელობა. შემსრულებელთა რაოდეობაც მთელ რიგ შემთხვევებში აჭარბებს წეს-ჩვეულებით დაკანონებულ რიცხვს - სამს. ამჟამად ჩვენში გავრცელებული ,,სამაია’’ სამეულის პრინციპზეა აგებული და თეატრალიზებული ფორმით სრულდება ქალთა ჯგუფების მიერ (გვხვდება ა. ბალანჩივაძის ,,მთების გულში’’).

                                                      ხორუმი

ხორუმი, საბრძოლო ხასიათის ეს ცეკვა, საწყისს აჭარის რეგიონიდან იღებს. თავდაპირველად მას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ასრულებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შემსრულებელთა რაოდენობა გაიზარდა და ხორუმის თანამედროვე ვარიანტში, ოცდაათიდან ორმოცამდე მოცეკვავეს შეუძლია მონაწილეობის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ მოცეკვავეთა შემადგენლობა შეიცვალა, თავად ცეკვის სტილი პირვანდელი და უცვლელი დარჩა. ცეკვა იწყება რამდენიმე მოცეკვავის სცენაზე შემოსვლით, ისინი განასახიერებენ მეომრებს, რომლებიც ბრძოლის წინ დიდი სიფრთხილით ზვერავენ საომარ ტერიტორიას. შემდგომ ამისა კი სცენაზე ლაშქრის დანარჩენ წევრებსაც უხმობენ. ეს ცეკვა მაყურებელს ერთდროულად გადმოსცემს: ძიების, ბრძოლისა და მტერზე გამარჯვების სიხარულით გამოწვეულ განცდას. ხორუმი ცეკვაში განსახიერებული სიმბოლოა, ქართველ მებრძოლთა ვაჟკაცობისა და დიდებულებისა.

                                                   ხევსურული

მთაში დაბადებული ეს ცეკვა, თავის თავში აერთიანებს: ტრფობის, ვაჟკაცობისა და ქალისადმი პატივისცემის ელემენტებს. ცეკვა ხევსურული, წყვილის ფლირტით იწყება, რომელშიც მოულოდნელად მესამე მამკაცი, სავარუდოდ ქალის კიდევ ერთი თაყვანისმცემელი ერევა. ელვის უსწრაფესად, ქალ-ვაჟს შორის ფლირტს სცენაზე, მეტოქეთა შორის ხელჩართული ორთაბრძოლა ცვლის. მათი დაზავება კი, მხოლოდ დავის ობიექტი ქალბატონის მიერ, მოპაექრეთა შორის ჩაგდებული მანდილით ხერხდება. როგორც კი ქალი ტოვებს ბრძოლის ველს, მამაკაცებს შორის დუელი უფრო ენერგიული ტემპებით გრძელდება, საბოლოო ჯამში, ორთაბრძოლა ისევ და ისევ მანდილოსანთა ჩარევით, ამჯერად უკვე საბოლოოდ და მშვიდობიანად მთავრდება. ურთულესი მოძრაობები, რომლითაც ცეკვის დროს საბრძოლო მოქმედებების იმიტირება ხდება, საოცარი ოსტატობითა და სიზუსტით სრულდება. მოცეკვავისგან ამ მოძრაობების შესრულება დიდ ტაქნიკას და ინტენსიურ პრაქტიკას მოითხოვს.

                                                  სიმდი და ხონგა

ეს ორი ცეკვა ოსეთის რეგიონიდან იღებს სათავეს. მათ შორის ბევრი საერთოა, თუმცა ბევრია განსხვავებაც. მოძრაობები, კოსტიუმები (გრძელსახელოებიანი სამოსი, მაქსიმალურად მაღალი, წოწოლა თავსაბურავები) ორივე ცეკვაში ერთნაირია, თუმცა ხონგას მოცეკვავეთა შედარებით მცირე რაოდენობა ასრულებს, სიმდში კი მათი რიცხვი გაცილებით მეტია. ხონგას შესრულებაში განსაკუთრებით რთული და ამასთანავე სანახაობრივად ულამაზესი, მამაკაცის პარტიაა. სიმდი კი წყვილთა ნელ და ზუსტ მოძრაობებზეა აგებული. ამ ცეკვის მთავარი სილამაზე მოცეკვავეთა მწკრივების რიტმულ, ერთიან ტრიალსა და მათი შავ-თეთრი სამოსის მონაცვლეობა-კონტრასტს ეფუძნება.

                                                      ჯეირანი

 ქორეოგრაფიული ქარგა ამ ულამაზესი ცეკვის, რომლის ერთ-ერთი ბრწყინვალე შემსრულებელიც   ცნობილი ქართველი მოცეკვავე, ქართული ნაციონალური ბალეტის  დამფუძნებელი, ქალბატონი ნინო რამიშვილი იყო, აგებულია კლასიკური ბალეტის ილეთებისა და    ნადირობის რიტუალის ამსახველი დინამიური სცენების სინთეზზე.

                                                 ყაზბეგური

საქართველოს მთიანეთში დაბადებული ეს ცეკვა, თავისი შინაარსითა და ქორეოგრაფიული მონახაზით, გარკვეულწილად ასახავს კიდეც მთის ცხოვრებისთვის დამახასიათებელ მკაცრ და ხისტ ატმოსფეროს, რაც საცეკვაო მოძრაობების დინამიზმსა და სიზუსტეში გამოიხატება. აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ ამ ცეკვას მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ და ეს ასპექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, მთის ბინადართათვის დამახასიათებელ ხასიათის სიმტკიცესა და მდგრადობას, რომლის წარმოჩენაც ცეკვა ”ყაზბეგურის” მთავარი ლაიტმოტივია.

                                                  კინტოური

კინტოური ქალაქური ტიპის ცეკვათა რიცხვს განეკუთვნება და თავისი არსით ძველი ქალაქის ცხოვრებას ასახავს, თავად ცეკვის სახელწოდება, ძველი თბილისის კოლორიტი წვრილი ვაჭრების, კინტოების სახელს უკავშირდება. მოცეკვავეთა სამოსიც კინტოებისთვის დამახასიათებელია, შავი ატლასიას შარვალ-ხალათი და ვერცხლის ქამარში გაჩრილი აბრეშუმის წითელი ხელსახოცი. კინტოები ამ ხელსახოცებში გამოაკრავდნენ ხოლმე მყიდველის მიერ არჩეულ საქონელს (ძირითადად ხილს ან ბოსტნეულს) ასაწონად. კინტოებისთვის დამახასიათებელი გამჭრიახობა, სიმკვირცხლე და კომუნიკაბელურობა კარგადაა ასახული ”კინტოურის” ქორეოგრაფიულ გადაწყვეტაში.

                                                      ფარცა

ეს ცეკვა გურიის რეგიონიდან იღებს სათავეს, გამოირჩევა უსწრაფესი და ულამაზესი ილეთებით. მისი დინამიური ქორეოგრაფიული ქარგა, ურთულესი ხტომითი მოძრაობები, მოცეკვავეების მიერ სცენაზე შეკრული კამარა, მაყურებელში ერთდროულად იწვევს აღფრთოვანებისა და ზეიმის განცდას.

                                                   ხანჯლური

ხანჯლური ქართული ხალხური ცეკვაა; ასრულებენ ხანჯლებით. აგებულია მთიულური ცეკვის ელემენტებზე. წარმოადგენს ცეკვისა და ჟონგლიორობის სინთეზს. საცეკვაო ილეთების შესრულებასთან ერთად მოცეკვავე ხანჯლებს მაღლა ისვრის, ისევ იჭერს და ოსტატურად ასობს იატაკზე (მიწაში).

მოდა





მოდის ისტორია


მოდის ისტორია ისეთივე ძველია როგორც ჩაცმულობის. ტანსაცმელი, ბუნებისგან თავდასაცავად, ჯერ კიდევ, პირველყოფილმა ადამიანმა, «გამოიგონა»… დროთა განმავლობაში კი, კაცობრიობამ, სამოსი  განავითარა.
ტანისამოსი ბევრზე მეტყველებს და ადამიანის საიდუმლო აზრებს ამხელს.
მოდა –ეს არის გარკვეული სტილის დროებითი ბატონობა გარკვეულ სფეროში. მოდის მთავარი პრინციპი სიახლისკენ სწრაფვაა.
მოდის განვითარება თავდაპირველად იტალიაში დაიწყო, XIII საუკუნიდან მოყოლებული, იტალიაში, უკვე ძვირფას აბრეშუმის ნაჭერს ამზადებდნენ, მილანში კი ბარხატის წარმოება ვითარდებოდა… მოდის ცენტრად, როგორც წესი, იმ ქალაქსა თუ ქვეყანას თვლიდნენ, სადაც ძვირფასი ქსოვილი იწარმოებოდა. ამის მაგალითია, აბრეშუმის ქალაქი ლიონი და მისი პირდაპირი კავშირი ფრანგული მოდის მეფობასთან.
ბურგუნდიაც, ათასწლეულების განმავლობაში, იძლეოდა ტონს ევროპულ მოდაში. ბურგუნდია ესპანეთმა შეცვალა, ხოლო  1600 წლიდან ესპანეთი საფრანგეთმა და მოდაშიც, სიცოცხლით სავსე პარიზი გამეფდა. კაზანოვა წერდა: «პარიზი ერთადერთი ქალაქია, მსოფლიოში, რომლის სახეც ყოველ ხუთ-ექვს წელიწადში მთლიანობაში იცვლებაო».
XIII საუკუნიდან მოყოლებული, პარიზისთვის, მოდის სფეროში, ახალი კონკურენტი – ლონდონი, გაჩნდა… ინგლისური მოდის ტენდენციები მთელ ევროპასაც მოედო. თუმცა, პარიზი მაინც მოდის ცენტრია. XX საუკუნის ორი ყველაზე ცნობილი მოდელიორი – მადამ სკაპარელი და ნინა რიჩი, იყვნენ იტალიელები, მაგრამ იტალიელები პარიზში. XIX საუკუნის ორი წარმატებული ინგლისელი მოდელიორი ვორტ და რედფერიც, იყვნენ           «ინგლისელები პარიზში»… როგორც 1865 წელს, ჟურნალი Mo-denwelt წერდა, პარიზი იყო «მოდის რეზიდენცია, საიდანაც მბრძანებელი ქალბატონი აგზავნიდა თავის მითითებებს»…
XVII  საუკუნის საფრანგეთში მოდა გარკვულ წილად ხელოვნებას მიეკუთვნებოდა, რადგან ის  რამდენიმე ელემენტისგან   შედგებოდა , რომლებიც ერთმანეთს ჰარმონიულად ეწყობოდნენ: ვარცხნილობა,ტანსაცმლის მატერიალი, ფერი, სტილი და აქსესუარები.
მოდა წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში დამკვიდრებულ ტენდენციას გარკვეული საგნების ტარებისა, მათი ხმარებისა და ასევე მათი შექმნისა. ასეთი ტენდენცია როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება. ის დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი პროცესების შედეგად ახალი მიმდინარეობითა და ტენდენციებით ნაცვლდება. ამიტომ მოდა იმ დროის წყობილებისა და იდეების გამოხატულებაა, რომელშიც ის იქმნება.
XXI  საუკუნეში მოდამ დიდი ცვლილება განიცადა. დღეს მოდაშია:შარვლები, ქვედაბოლოები და  მოტკეცილი ტანსაცმელი რომელიც სხეულის სილამაზეს უსვამს ხაზს.




           

                                                         


ქართული მოდის ისტორია


ტანსაცმლის წარმოებას საქართველოში უძველესი ისტორია აქვს. ქართული მოდა ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ორიგინალური სტილით. მან ბევრი ეტაპი გამოიარა. ძველად, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო ხარისხიანი ნაჭრების შოვნა. მიუხედავად ამისა, ქართველი ქალები, განსაკუთრებით კი ბომონდის წარმომადგენლები მაინც ახერხებდნენ გემოვნებით ჩაცმას.

მე-19 საუკუნის მიწურულს, თბილისი მრავალეროვანი ქალაქი იყო. აღმოსავლური და დასავლური კულტურის მოტივები ერთმანეთს ერწყმოდა, რამაც გავლენა ქართულ სამოსზეც მოახდინა. თუ მანამდე საქართველოში ძირითადად ადგილობრივად დამზადებული ქსოვილი გამოიყენებოდა, XIX საუკუნიდან მზა მასალის აქტიური იმპორტი დაიწყო, რამაც ადგილობრივ წარმოებას ხელი შეუშალა.


უცხოური მზა ნაწარმის პირველი მომხმარებლები, ქალაქის მაღალი წოდების, ბომონდის წარმომადგენლები იყვნენ. ევროპული და რუსული ტანსაცმელი უფრო კომფორტული და ადვილად სახმარი იყო, ვიდრე ქართული, რომლის შეკერვაც, თავისი რთული შემადგენლობით, საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. ამიტომ, საქართველოში მოდის ახალი ტენდენცია დამკვიდრდა.

უცხოეთიდან სხვადასხვა სახის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აგრეთვე, ახალ–ახალი ტექნოლოგიებით დამუშავებული ქსოვილები შემოჰქონდათ. ქართველი მკერავები ამ ქსოვილებითა და ქართული საფეიქრო ნედლეულით კომბინაციებს ქმნიდნენ. საქართველოში ტრანსფორმაცია განიცადა ქალისა და მამაკაცის კოსტიუმმა, დაიხვეწა კოსტიუმის მხატვრული მოდელირება. სხვადასხვა ხერხებითა და ტექნოლოგიებით კი შესაძლებელი გახდა, უფრო მრავალფეროვანი ქსოვილის მიღება და მათი ახალი მეთოდებით გაფორმება.
ამ ყველაფერმა ჩვენს ქვეყანაში მოდური ტენდენციების განვითარებას შეუწყო ხელი. ხმარებიდან გაქრა შეიდიში, ახალუხი, ქოშები. ქართული თავსაბურავები შედარებით დიდხანს შემორჩა, შემდეგ ჩიხტიკოპი შლაპამ ჩაანაცვლა. ქართული ნაციონალური კაბები - ახალი მოდის კაბებმა, რომელიც დაახლოებით ისეთივე იყო, როგორიც იმ დროის გერმანიასა და საფრანგეთში ეცვათ..

მოდური ტანსაცმლის მკერავებს ,,მოდისტკებს’’ ეძახდნენ. მე–19 საუკუნის თბილისი ევროპულ ქვეყნებს დაემსგავსა, მაგრამ ქართული ჩაცმულობის ცალკეული ელემენტები თავის აქტუალობას არ კარგავდა და ტანსაცმელის მოსართავად გამოიყენებოდა. ქართული ხალხური ქსოვილებისათვის დამახასიათებელი იყო ფერადოვნება, ფერების კეთილშობილი შეხამება და თავისებური ორნამენტული მოტივები. ნაქარგი ფიგურები ძალიან მრავალფეროვანი იყო და მაღალ პროფესიონალურ დონეზე სრულდებოდა.


ragbis istoria

რაგბის ისტორია



რაგბი (ინგლ. – rugby –ქალაქი ინგლისში). გუნდური სპორტული თამაში, ოვალური ბურთით. მოთამაშეთა მიზანია მოწინაა\რმდეგის კარში რაც შეიძლება მეტი ბურთის გატანა ან პირით ხაზს იქით დამიწება.
გადმოცემით რაგბი დაიბადა 1823 წლის 7 აპრილს. 16 წლის მოსწავლემ უილიამ უებ ელისმა, რომელიც ინგლისის ქალაქ რაგბის ფეხბურთელთა გუნდში თამაშობდა, წესი დაარღვია – ბურთს ხელი სტაცა და მეტოქის კარისკენ გაიქცა, რითაც დასაბამი დაუდო სპორტის ახალ სახეობას. სადღეისო ეს ვერსია ოფიციალურად უარყოფილია, მაგრამ რაგბის მთავარი ჯილდო, მსოფლიოს თასი, მაინც ელის სახელს ატარებს, რაგბის კოლეჯის კედელს კი ისევ ამშვენებს მემორიალური დაფა წარწერით: “დაე, ეს დაფა გვახსენებდეს უილიამ უებ ელისის დიდებულ საქციელს, ვინც გაბედა წესის დარღვევა, ხელში აიტაცა ბურთი და გაიქცა. ასე წარმოიშვა თამაში რაგბი 1823 წელს. “ სინამდვილეში თანამედროვე რაგბისა და ფეხბურთის წინამორბედი, მართლაც ერთი თამაში იყო სახელწოდებით football. თამაში ხელითაც შეიძლებოდა და ფეხითაც. 1845 წელს ქალაქ რაგბის სკოლის რამდენიმე მოსწავლემ პირველად დაწერა თამაშის წესები. აქედან მომდინარეობს თამაშის ოფიციალური სახელწოდება –rugby-football. 1863 წლამდე, სანამ ინგლისში ფეხბურთის ასოციაცია ოფიციალურად ჩამოყალიბდებოდა, გუნდები მატჩის წინ თანხმდებოდნენ, როგორ ეთამაშათ – ფეხბირთის თუ რაგბი-ფეხბურთის წესებით. განსხვავება ის იყო, რომ რაგბიში შეიძლებოდა ბურთის ხელში დაჭერა და გაქცევა, ფეხბურთში – მხოლოდ დაჭერა. 1863 წელს ფეხბურთში საბოლოოდ აიკრძალა ხელით თამაში.
1871 წელს დაფუძნდა ინგლისის რაგბის კავშირი (RFU), რომელმაც 21 ინგლისური კლუბი გააერთიანა. კავშIრმა შეადგინა და გამოაქვეყნა თამაშის ოფიციალური წესები. იმავე წელლს გაიმართა პირველი საერთაშორისო მატჩი შოტლანდიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის. 1873 წელს რაგბის კავშირი შეიქმნა შოტლანდიაში. 1875 წელს –ირლანდიაში, 1886 წელს დაფუძნდა რაგბის საერთაშორისო საბჭო (IRFB, შემდეგ – IRB), რომელმაც დაიწყო ზრუნვა წესების საყოველთაო სტანდარტიზაციისათვის.
1934 წელს შეიქმნა სამოყვარულო რაგბის საერთაშორისო ფედერაცია (FIRA) 1900, 1908, 1920, 1924 წლებში რაგბი ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შედიოდა. 1997 წელს სოკი-ის სესიაზე რაგბი კვლავ აღიარეს სპორტის ოლიმპიურ სახეობად. რაგბის წესები თამაშის განვითარების კვალობაზე იცვლება. რაგბი ყველაზე დიდხანს, 1995 წლამდე რჩებოდა სამოყვარულო სპორტად. ამ სახეობის მესვეურნი შიშობდნენ, რომ ფულისთვის თამაში წარყვნიდა რაგბის სამყაროში დამკვიდრებულ ტრადიციულ ურთიერთობებს, ამავე მიზეზით, რაგბის საერთაშორისო საბჭომ მსოფლიოს თასის გათამაშების გამართვა, მხოლოდ დაარსებიდან 100 წლის თავზე, 1996 წელს გადაწყვიტა. მანამდე ერთადერთი საერთაშორისო ტურნირი, ისიც მხოლოდ ევროპის გუნდებისთვის, ხუთი ერის პირველობა იყო, რომელიც 1921 წლიდან იმართება. ამჟამად მას ექვსი ერის პირველობა ჰქვია. მონაწილეობენ: ინგლისი, შოტლანდია, ირლანდია, უელსი, საფრანგეთი და იტალია.
მსოფლიოს თასის გათამაშებამდე სანაკრებო რაგბის მთავარი მოვლენა იყო ტურნე – ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული გუნდი რამდენიმე თვით მიემგზავრებოდა სხვა ქვეყანაში, სადაც ხვდებოდა პროვინციების გუნდებს, მთავარი კი იყო რამდენიმე შეხვედრა ორი ქვეყნის ნაკრებებს შორის – ე. წ. ტესტ-მატჩი. ტურნეების ხანგრძლივობამ და მატჩების რაოდენობამ დროთა განმავლობაში იკლო, მაგრამ ტრადიცია დღემდე არ შეცვლილა: ყოველი წლის ივნისში ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გუნდები მიემგზავრებიან სამხრეთში, ნოემბერში კი პირიქით. 20 საუკუნის 60-იან წლებში ტარდებოდა ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშება საკლუბო გუნდებს შორის. მორაგბე ქალთა შეჯიბრება მსოფლიოს თასისთვის პირველად 1991 წელს შეიქმნა.
რაგბის საერთაშორისო საბჭო ((International Rugby Board – IRB) დაარსდა 1886 წელს. დამფუძნებელი ქვეყნები: ირლანდია, უელსი და შოტლანდია. 1986 წლამდე საბჭოში სულ 8 წევრი იყო (დაფუძნებელთა გარდა: ავსტრალია, ახალი ზელანდია, ინგლისი, სამხრეთი აფრიკა და საფრანგეთი). აერთიანებს 95 ქვეყნის ფედერაცია და 6 რეგიონალურ ორგანიზაციას.



საქართველოში რაგბის რამდენიმე საჩვენებელი მატჩი 1919, 1940 და 1948 წლებში გაიმართა. პირველი ქართული კლუბი 1959 წლის 15 ოქტომბერს დააფუძნა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფრანგმა ემიგრანტმა ჟაკ ასპეკიანმა. 1961 წლის დეკემბერში გივი მრელაშვილის თაოსნობით შეიქმნა პირველი ოფიციალური ორგანო – თბილისის რაგბის საქალაქო სექცია, რომელიც 1964 წელს თბილისის რაგბის ფედერაციად გადაკეთდა.
პირველი შეჯიბრება თბილისის პირველობა, ოთხი გუნდის მონაწილეობით გაიმართა 1962 წელს. ჩემპიონობა მოიპოვა პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა. 1963 წელს საქართველოს დედაქალაქში ჩატარდა პირველი საკავშიIრო ტურნირი – პროფკავშირების პირველობა, რომელშც თბილისის “განთიადმა” III ადგილი დაიკავა. 1966 წელს გიორგი ყუფარაძისა და შალვა ქურციკიძის თაოსნობით ქუთაისში დაარსდა რაგბის პირველი გუნდი “დინამო”. 1966 წელს სსრ კავშირის პირველ ჩემპიონატში თბილისის “დინამომ” (მწვრთნელი – გივი მრელაშვილი) II ადგილზე გავიდა. 1967 წელს გაიმართა პირველი უცხოური გუნდის, საფრანგეთის მასწავლებელთა პროფკავშირის მასწავლებელთა ტურნე საქართველოში. ამავე წელს პირველმა ქართულმა გუნდმა მოაწყო ტურნე უცხოეთში. (თბილისის “დინამო”, 3 გამარჯვება პოლონეთში). 1967 წელსვე ჩატარდა საქართველოს I ჩემპიონატი.
1968 წელს თბილისის “ლოკომოტივმა” III ადგილი დაიკავა სსრკ ჩემპიონატში. გუნდმა ეს შედეგი კიდევ სამჯერ გაიმეორა (1972, 1978, 1981), 1978 წელს კი სსრკ თასი მოიპოვა. 1980-იან წლებში ქართულ და საბჭოურ რაგბიში ლიდერობდა “აია”. გუნდმა ჯერ სსრკ ჩემპიონატის ვერცხლისა (1984) და ბრინჯაოს (1985) მედლები მოიპოვა, შემდეგ კი დუგლას კავთელაშვილის ხელმძღვანელობით ზედიზედ სამჯერ (1987, 88, 89) გახდა სსრკ ჩემპიონი, ორჯერ კი თასის გათამაშებაში გაიმარჯვა (1987, 90) წლებში. სხვადასხვა დროს სსრ კავშირის ნაკრებში თამაშOბდნენ საქართველოს მორაგბეები: თამაზ მგელაძე, ვლადიმერ აბაშიძე, მიხეილ თუთიშვილი, ზურაბ ხარშილაძე, თემურ ბენდიაშვილი, მიხეილ ჯვარიძე, დავით კილასონია, მიხეილ ხარშილაძე, ავთანდილ გიორგაძე, ავთანდილ ღიბრაძე, ნუკრი წერეთელი, ვლადიმერ პეტუხოვი, რამაზ სანებლიძე, ოლეგ ლიპარტელიანი, გაიოზ მონიავა, ალექსანდრე ნაჭყებია, ბესარიონ ლილუაშვილი, სერგო უგრეხელიძე, ნუგზარ ძაგნიძე, მამუკა ლოსაბერიძე, მალხაზ ჭეიშვილი, ზაზა ბაკურაძე.
1989 წელს შეიქმნა საქართველოს პირველი ეროვნული გუნდი, რომელმაც 12 სექტემბერს ქუთაისში საერთაშორისო მატჩი გამართა ზიმბამბვეს ნაკრებთან 16:3. მწვრთნელი იყო დავიტ კილასონია, პირველი კაპიტანი –ოლეგ ლიპარტელიანი. 1990 წელს მოეწყო მორაგბეთა ნაკრების ტურნე ზიმბამბვეში. 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართულმა კლუბებმა სსრკ ჩემპიონატი დატივეს. 1992 წლის თებერვალში რაგბის საერთაშორისო საბჭომ საქართველოს რაგბის კავშირი 52-ე წევრად მიიღო. ერთი წლის შემდეგ საქართველოს ნაკრები პირველად ჩაება მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევ ტურნირში. საქართველოს რაგბის კავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ (პრეზიდენტი – ბიძIნა გეგიძე) მიზნად დაისახა ამ ასპარეზობის ფინალურ ეტაპზე გასვლა. 1997 წელს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა ფრანგი კლოდ სორელი. 2001 წელს საქართველოს ნაკრებმა მოიგო “ევროპის ერთა თასი”, რითაც ოფიციალურად გახდა ევროპის მეშვიდე გუნდი. 2002 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ეროვნულ სტადიონზე, საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა რუსეთის ნაკრები (17:13) და 2003 წლის მსოფლიოს თასის ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა. მორაგბეთა ნაკრები პირველი ქართული გუნდია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა.
1988 წელს თბილისში, ვაკის სტადიონზე გაიმართა შვიდკაცა რაგბის პირველი ტურნირი. 2001 წელს საქართველოს შვიდკაცა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იასპარეზა და 24 გუნდში X ადგილი დაიკავა.



საქართველოს რაგბის კავშირი. დაფუძნდა 1991 წლის 27 მაისს. რაგბის საერთაშორისო საბჭოში (IRB) გაერთიანდა 1992 წლის 27 თებერვალს. პრეზიდენტები: ნუგზარ ენდელაძე, (1991-93), მურმან ომანიძე (1993-95), ბიძIნა გეგიძე (1995-2004), მერაბ ანთაძე (2004 წლიდან).



შეჯიბრების წესები:
თამაშობს ორი 15-15 კაციანი გუნდი 100 70მ მოედანზე, რომელზეც აუტის ხაზებს შორის გავლებულია კარის ხაზი, 5მ და 15მ ნიშნული. კარის ხაზს უკან, მოედნის მთელ სიგანეზე მონიშნულია ლელოს არე, რომლის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 22მ. კარი შედგება ორი ვერტიკალური ძელისა (მინ. სიმაღლე – 3,4მ, სიგანე – 5,6მ) და მათ შორის 3 მეტრის სიმაღლეზე გადებული ჰორიზონტალური ხარიხისაგან. ბურთი ოვალურია, მზადდება ტყავის ან მსგავსი სინთეტიკისაგან: სიგრძე – 280-300მმ. გრძივი გარშემოწერილობა – 580-620მმ, წონა – 400 – 440გრ. შეხვედრა შედგება ორი ტაიმისაგან (თითოეული 40-40 წუთი).
გუნდში 15 ძირითადი და 7 სათადარიგო მოთამაშეა. შვიდივეს შეცვლა ნებადართულია. მოქმედებს დროებითი შეცვლის წესიც, იმ შემთხვევისათვის, თუ მოთამაშეს სისხლი წამოუვა. 15 მორაგბეში 8 მორკინალია და7 უკანა ხაზელი. ნომრებს შეესაბამება შემდეგი ამპლუები:
შერკინება. 1, 2, 3 (სათადარიგო 16, 17) – I ხაზი: 1 – თავღია ბურჯი; 2 _ კვაჭი; 3 – თავშებორკილი ბურჯი.; 4, 5 (18) – მეორე ხაზელები; 6, 7, 8 (19) – მესამე ხაზი: 6 – მოკლე ფრთა; 7 – გრძელი ფრთა; 8 – შერკინების შემკვრელი, 8 ნომერი.
უკანა ხაზი. 9 (20) – შერკინების ნახევარმცველი, ჰაუბეკი 9 ნომერი; 10, 12, 13 (21) – შუაბეკები: 10 – გარენახევარმცველი, 10 ნომერი; 12 – პირველი შუამარბი; 13 – მეორე შუამარბი; 11, 14, 15 (22) უკანა ბეკები: 11 – მარცხენა გარემარბი; 14 – მარჯვენა გარემარბი, 15 – ფულბეკი, 15 ნომერი.
გუნდა 5 ქულა ერიცხება ლელოს გატანისთვის – მოწინააღმდეგის კარის ხაზს მიღმა, ლელოს არეში ბურთის შეტანისა და დამიწებისათვის; 2 ქულა – გარდასახვისათვის, ლელოს გატანის ადგილზე წარმოსახვითი ხაზის ნებისმიერი წერტილიდან დარტყმით ბურთის მეტოქის კარის არეში გატარებისათვის; 3 ქულა ერიცხება მეტოქის დაჯარიმების შემდეგ, ჯარიმის ადგილიდან ან უფრო უკნიდან, მიწიდან ან არეკნით დარტყმით ბურთის მეტოქის კარის არეში გატარებისათვის; ასევე 3 ქულა ერიცხება ღია თამაშის დროს ხელიდან გაშვებული და არეკნილი ბურთის მეტოქის კარის არეში გატარებისთვის. ქულათა დარიცხვის ეს წესი მოქმედებს 1992 წლიდან.
რაგბიში ბურთის წინ გადაწოდება აკრძალულია. ნებისმიერ ვითარებაში მოქმედებს თამაშგარე მდგომარეობის წესი, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ ბურთიან თავდამსხმელზე წინ არც ერთი თანაგუნდელი არ უნდა იყოს. გუნდს წინ წაწევა შეუძლია მეტოქეზე მიძალებით, ხელდახელ ბურთოაბითა და ბურთის ფეხით დარტყმით. თავის დამცველ გუნდს შეუძლია ბურთიანი მეტოქის შებოჭვა და წაქცევა. თამაშში ხშირად იქმნება სტანდარტული სიტუაციები. წინ თამაშის ან ბურთის შეფერხების გამო ინიშნება შერკინება, რომელშიც ორივე მხრიდან 8-8 მორკინალი მონაწილეობს. ბურთის აუტზე გასვლისას მის მოსაპოვებლად ეწყობა ე.წ. დერეფანი. ბურთიანი მოთამაშის შებოჭვის შემთხვევაში იწყება ბურთისთვის ჯგუფური ბრძოლა, რომელსაც ეწოდება რაკი ან მოლი. უხეში თამაშისათვის მორაგბე შეიძლება გააძევონ 10 წუთით ან თამაშის ბოლომდე.



მსოფლიოს თასი. იგივე მსოფლიოს ჩემპიონატი. რაგბის მთავარი შეჯიბრება. დაწესდა რაგბის საერთაშორისო საბჭოს დაარსებიდან 100 წლის შემდეგ. პირველ გათამაშებას 1987 წელს უმასპინძლეს ახალმა ზელანდიამ და ავსტრალიამ.
მსოფლიოს თასის (ჩემპიონატის) ფინალები: 1987 ოკლენდი (ახალი ზელანდია): ახალი ზელანდია – საფრანგეთი 29:9; 1991 თვიქნემი (ინგლისი): ავსტრალია ინგლისი 12:6, 1995 იოჰანესბურგი (სამხრეთ აფრიკა): სამხრეთ აფრიკა – ახალი ზელანდია 15:12; 1999 კარდიფი (უელსი): ავსტრალია – საფრანგეთი 35:12; 2003 სიდნეი (ავსტრალია): ინგლისი ავსტრალია 20:17.